

26 ოქტომბერს, კარდიოქირურგიული კლინიკა ,, ღია გულის’’ და საქართველოს გულის ფონდის ეგიდით , გულის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამედიცინო კონფერენცია
,, ახალი გამოწვევები გულსისხლძარღვთა მედიცინაში’’ გაიმართა.
სპეციალურად ამ დღისათვის, მომხსენებლები მოწვეულნი იყვნენ ისრაელიდან. პროფესორი დორონ ზაჰგერი – ისრაელის გულის საზოგადოების პრეზიდენტი; სოროკას სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი,;
პროფესორი შლომი მატეცკი – ისრაელის გულის საზოგადოების დირექტორის მოადგილე; შებას სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.
პროფესორი ზაზა იაკობიშვილი – ისრაელის გულის საზოგადოების დირექტორი; ისრაელის კარდიოლოგთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფის მდივანი.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა, ,,ღია გულის’’ მოზრდილთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახაბერ ლაცუზბაია.
ანტი თრომბული მკურნალობის სტრატეგია მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტებში, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიზმი, კარდიო-ონკოლოგია, დიაბეტი და კარდიოლოგია, საინტერესო კლინიკური შემთხვევების განხილვა -ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელთაც აღნიშნული კონფერენცია მეტად საინტერესო და ინფრომატიული გახადა.
კონფერენციის მოდერატორები : პროფესორი მერაბ მამაცაშვილი, პროფესორი ვახტანგ ჭუმბურიძე და ბატონი ვლადიმერ ველებიტი გახლდათ.
მსგავსი ტიპის, უფრო მასშტაბური სამედიცინო კონფერენციის გამართვა მომავალშიც იგეგმება, ვინაიდან ის მიზნად ისახავს საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობას. მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორ ფარმაცევტულ კომპანიებს გვერდში დგომისათვის : გრინდექსი, ბერლინ ხემი, ვიორვაგ ფარმა, ეგისი, აბოტი, ჯი-ემ-პი,რეკორდატი, ბაიერი, სერვიე.
2015 წლის 6 ივნისს, კარდიოქირურგიული კლინიკა ,, ღია გულის’’ ეგიდით, პირველი საერთაშორიოს სამედიცინო კონფერენცია ,, ღია გული’’ ჩატარდა.
კონფერენცია კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიისა და ინტენსიური თერაპიის საკითხებს ეხებოდა, განხილული და წარმოდგენილი იყო ქართველი და უცხოელი სპეციალისტების 15 წლიანი გამოცდილება.
აღნიშნულ კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ სპეციალსტები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან და ისრაელიდან.































































