ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი, სახელმწიფო დაზღვევის პირობებში თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრულიდაცვით გთავაზობთ, სტაციონარულ და ამბულატორიულ 24 საათიან მომსახურებას, ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკას, კონსერვატიულ და ოპერაციულ მკურნალობას.
- ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამსახური გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:
- მსხვილ სახსართა პირველადი ენდოპროტეზირება:
- მენჯ-ბარძაყის სახსარი.
- მუხლის სახსარი.
- იდაყვის სახსარი.
-
მხარის სახსარი.
- მსხვილ სახსართა მეორადი (რევიზიული) ენდოპროტეზირება:
- მენჯ-ბარძაყის სახსარი.
- მუხლის სახსარი.
- იდაყვის სახსარი.
-
მხარის სახსარი.
- რეკონსტრუქციული ოპერაციები:
- ზედა და ქვემო კიდურების დაგრძელება შეძენილი და თანდაყოლილი სიმოკლის დროს.
- Hallux Valgus-ის (ე.წ. ,,პოდაგრა'') კორექცია, მინი - ინვაზიური მეთოდებით.
- ყალბი სახსარი, შეუხორცებელი მოტეხილობები, ძვლის დიდი ზომის დეფექტი; არასწორად შეხორცებული მოტეხილობებისმკურნალობა, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
- ზედა და ქვემო კიდურების შეძენილი და თანდაყოლილი დეფორმაციების კორექცია.
-
რბილქსოვილოვანი ( მყესები, კუნთები) პათოლოგიის ოპერაციული მკურნალობა.
- მტევნის ქირურგია:
- შეძენილი და თანდაყოლილი პათოლოგიების მკურნალობა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
- წვრილი სახსრების ენდოპროტეზირება.
-
მოტეხილობები, მყესების პლასტიკა.
-
ყველა ტიპის ტრავმატოლოგიური ოპერაციები ლულოვან და ბრტყელ ძვლებზე, უახლესი მეთოდების გამოყენებით.
- ართროსკოპიული ,,უსისხლო'' ოპერაციები:
- მენისკების, ჯვარედინა და გვერდითა იოგების დაზიანების დროს.
-
სახსარშიდა მოტეხილობების მკურნალობა.
-
მენჯის ტრავმატოლოგია:
- ყველა სახის ტრავმული დაზიანების ოპერაციული მკურნალობა.
- ძვლის პათოლოგიების - ძვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა.