ამბულატორიული სამსახური გთავაზობთ ,,სახელმწიფო დაზღვევის პირობებში თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრული დაცვით, 24 საათიან ამბულატორიულ მომსახურებას. კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობას და პაციენტთა პერმანენტულ მონიტორინგსა და პატრონაჟს.
საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოჯახის ექიმისა და პედიატრის კონსულტაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაკტორების შეფასება, დაავადებების დიაგნოსტიკა, მართვა, პროფილაკტიკური ვაქცინაცია. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტების კონსულტაცია და ლაბორატორიული ინსტრუმენტული გამოკვლევები დაზღვევის პაკეტის შესაბამისად.
- ამბულატორია გთავაზობთ მომსახურეობას შემდეგ სამედიცინო მიმართულებებში:
- კარდიოქირურგია
- კარდიოლოგია
- ინტერვენციული კარდიოლოგია
- რითმოლოგია
- ზოგადი ქირურგია
- სისხლძარღვთა ქირურგია
- ორთოპედია/ტრავმატოლოგია
- ოტორინოლარინგოლოგია;
- ნეიროქირურგია
- ონკოქირურგია
- თერაპია
- ანგიოლოგია
- ენდოკრინოლოგია
- გასტროენტეროლოგია
- ნევროლოგია
- ალერგოლოგია
- ფსიქიატრია
- რაბიოლოგია
- მეანობა
- გინეკოლოგია
- პრენატალური მეთვალყურეობა
- რადიოლოგია (ექოსკოპია, რენტგენოლოგია, კომპიუტერული ტომოგრაფია)
- ენდოსკოპიური კვლევა (კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, გასტროფიბროსკოპია)
- ლაბორატორია
- დერმატოლოგია