სამეანო-გინეკოლოგიური სამსახური სახელმწიფო დაზღვევის პირობებში თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლის სრული დაცვით გთავაზობთ მესამე დონის პერინატალურ სერვისებს, რაც გულისხმობს მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სრულყოფილ და უსაფრთხო მართვას, მათი ახალშობილების მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში ახალშობილთა მაღალტექონოლოგიურ განყოფილებაში.
- ჩვენს კლინიკაში მოსული პაციენტები მიიღებენ შემდეგ სამეანო-გინეკოლოგიურ მომსახურებას:
- ორსულთა მონიტორიგნი – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით გათვალისწინებული უფასო 8 ვიზიტი.
- მშობიარობა – როგორც ბუნებრივი სამშობიარო გზებით ასევე ოპერაციული – საკეისრო კვეთით.
- გართულებული ორსულობის მართვა ,რაც გულისხმობს როგორც სამეანო პათოლოგიებს ასევე სხვადასხვა ორგანოების ფუნცქიის დარღვევით მიმდინარე მდგომარეობებს.
- სრული ლაბორატორიული და რადიოლოგიური (ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია) მომსახურება 24 საათიანი რეჟიმით.
- ოპერაციული მკურნალობა სხვადასხვა გინეკოლოგიური პათოლოგიების დროს, როგორც ღია (ლაპარატომია) ასევე მინიმალური ქირურგიული ჩარევით (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია).
- საშვილოსნოს ლეიომიომა.
- ენდომეტრიოზი.
- საშვილოსნოს ტანის/ყელის პოლიპი.
- საკვერცხის კისტა.
- საშვილოსნოს გარე ორსულობა.
-
ამბულატორიული გინეკოლოგიური მომსახურება: ჰორმონალური დარღვევების, პრემენოპაუზალური და მენოპაუზალური პრობლემების, მცირე მენჯის ღრუს და სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების მართვა, უშვილობისა და რეპროდუქციული პრობლემების მართვა.
- გართულებული სამეანო მდგომარეობა გულისხმობს:
- სისხლდენას ორსულობის ნებისმიერ პერიოდში.
- მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის სიმპტომები: საშვილოსნოს ყელის დამოკლება, გახსნა.
- მოსალოდნელი აბორტი.
- ორსულობით გამოწვეული არტერიული წნევის მომატება, პრეეკლამფსია და სხვა მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სპეციალისტების ჩართვას.
- ორსულთა გულის თანდაყოლილი მანკები, გულის პათოლოგიებიმ პროტეზირებული გულის სარქვლები, რითმის დარღვევები, პულმონური ჰიპერტენზია, თრომბოემბოლური გართულებები.
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები (პნევმონია, ზემოსასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ასთმა, ტუბერკულოზი და სხვა).
- კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ორსულთა ქოლესტაზი).
- ნევროლოგიური დარღვევები (ეპილეფსია, ატროფიული დაავადება, იშემიური ინსულტის შემდგომი მდგომარეობები).
- სისხლმბადი სისტემის პათოლოგიები (ანემია, თრომბოფილია: შეძენილი : ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი. თანდაყოლილი MTHEFR-გენის, ლეიდენის მუტაციებით მიმდინარე, სისტემური წითელი მგლურა და სხვა).
- ორსულთა ონკოლოგიური პათოლოგიები.