ნეონატოლოგიური სამსახური, ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანს, ახალ სიცოცხლეს ვეგებებით, რომლის სრულყოფილად განხორციელებასაც, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს. დღეს კლინიკაში დანერგილია, ყველა ის თანამედროვე მიდგომები, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი სამშობიარო სახლები ხელმძღვანელობენ. ყველაზე პრიორიტეტულია – ,, კანით-კანთან’’ კონტაქტი, ,, სითბური ჯაჭვის’’ დაცვით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაბადებისთანავე, შიშველ ახალშობილს ვათავსებთ დედის მკერდზე, ნახევარი საათიდან – 2 საათამდე. ამით ახალშობილი დაცულია სითბოს დაკარგვისაგან. ამ დროს, ახალშობილი ითვისებს დედის მიკროფლორას და ახდენს ძუძუზე პირველ მოჭიდებას. მყარდება დედასა და ბავშვს შორის, მჭირდრო ფსიქოემოციური კავშირი. განყოფილებაში მოთავსებისას, მოქმედებს პრინციპი: ,,დედა-ბავშვი’’, რაც გულისხმობს, დედა-შვილის ერთად მოთავსებას პალატაში. ეს საშუალებას აძლევს ახალბედა დედებს, ისწავლონ ახალშობილის მოვლა, ამაში მათ ეხმარებიან გამოცდილი მედდები.
ნეონატალური სამსახურის პედიატრი, ყოველ დილით სინჯავს ახალშობილებს, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს ნორმიდან რაიმე გადახრა. მიმდინარეობს ტემპერატურისა და წონის კონტროლი. დედები ამ პროცესშიც აქტიურად არიან ჩართულნი და პარალელურად იღებენ მათთვის აუცილებელ რჩევა – დარიგებებს, ახალშობილის მოვლის შესახებ.
გასასინჯ ოთახში და პალატებში, შენარჩუნებულია ახალშობილთათვის აუცილებელი ტემპერატურა. გასასინჯი ოთახი აღჭურვილია : სასწორით, გასასინჯი და სხეულის გამათბობელი მაგიდით, ინკუბატორით, ფოტოთერაპიის აპარატით. ასევე არის, სარეანიმაციო აღჭურვილობა, უეცარი გადაუდებელი საჭიროებისათვის.
განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან: დღენაკლი, უმწიფარი და დროული- გესტაციურ ასაკთან შედარებით, მცირე წონის ახალშობილები, რომლებიც არ საჭიროებენ, ინტენსიური მოვლის განყოფილებაში მე-2 და მე-3 დონეზე გადაყვანას. ამ დროს აუცილებელია, რომ არ მოხდეს წონის ზედმეტი კლება და თერმორეგულაციის დარღვევა.
- ყველა ახალშობილს უტარდება სხვადასხვა ტიპის სკრინინგი:
- სმენის.
- გულის – დაბადებიდან 24 საათში, გულის თანდაყოლილი, კრიტიკული მანკის გამოსავლენად.
- მეტაბოლური – დაბადებიდან 48 საათში, 4 გენეტიკური დაავადების გამოსარიცხად.
განყოფილებაში ტარდება სავალდებულო აცრები: ჰეპატიტი B-ს ვაქცინაცია – 12 საათში, ხოლო ტუბერკულოზის – მეორე დღიდან.
გაწერისას, ყველა დედას ეძლევა, ახალშობილის ფ-100 და ინფორმირებულია, რომ ახალშობილი დააყენოს აღრიცხვაზე, პოლიკლინიკაში ან ოჯახის ექიმთან.