ბაკურიანი – ბაკურიანი არის მაღალი მთის საუკეთესო კურორტი, აქ არის მშრალი ჰავა და, შესაბამისად, აქ ზამთარი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის. ბაკურიანში ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება და ულტრაიისფერი სხივების მაღალი აქტივობა. აქაა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის ბოტანიკური ბაღი (დაარსდა 1910 წ.), სადაც არის ალპიური ფლორის ევროპაში საუკეთესო კოლექცია.
მკურნალობის ჩვენებებია:
- სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებები.
- ქრონიკული ბრონქიტი.
- მეორეული სისხლნაკლულობა.
- რაქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი თუ საშუალო ფორმები.
