ბახმარო – ზღვის დონიდან 1926-2050 მ. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.
ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვი კარგად იტანს. აქ ძირითადად, ის პატარები მიჰყავთ, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, მშრალი პლევრიტი, ლიმფადენიტი, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმა ან ანემია აქვთ. ბახმაროს ჰავა კარგია მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების პერიოდში.
სამედიცინო ჩვენება:
- სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები.
- სისხლნაკლებობა.
- ნევრასთენია.
- ლიმფადენიტი.
