ახტალა —კურორტის სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის, აპლიკაციებისა და ტამპონებისათვის. სეზონი არის აპრილი-დეკემბერი.
მკურნალობის ჩვენებებია:
- მოძრაობის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები.
- პერიფერიული ნერვული სისტემა.
- გინეკოლოგიური დაავადებები, რომელიც ხშირად მიზეზია უშვილობის, დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებების. ახტალის ტალახით მკურნალობენ საშვილოსნოს ქრონიკულ ანთებებს, განუვითარებლობას, ფუნქციის დაქვეითებას, შეხორცებებს მცირე მენჯის ღრუში, ფალოპის მილების გაუვალობას ან დაქვეითებას.
- ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, როგორიცაა რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიური და არასპეციფიური ართრიტები, მადეფორმირებული ოსტეოართროზები, მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე.
- დერმატოლოგიური დაავადებები, როგორიცაა ფსორიოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტები და სხვა.
- უროლოგიური დაავადებები, როგორიცაა წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება-პროსტატი და სათესლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება.
- შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები, მაობლიტირებელი ენდარტერიტები.
