ტრენინგები
კლინიკაში მომუშავე საშუალო და დაბალ მედპერსონალთათვის (ექთნები, ექთნის დამხმარეები და სანიტრები) ნოზოკომიური ინფექციების პრევენციისა და ინფექციური კონტროლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 3 თვეში ერთხელ კლინიკის ექიმი-ეპიდემიოლოგისა და კლინიკის მთავარი მედდის მიერ ტარდება ტრენინგები შემდეგ თემებზე:
- ასეპტიკა და ანტისეპტიკა
- დეზინფექცია-სტერილიზაცია
- ხელის ჰიგიენა
- უსაფრთხო ინექციები
- სამედიცინო ნარჩენების მართვა
- პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა
- სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია
- ტრავმატოლოგიური პოსტოპერაციული პაციენტის მოვლა: მოტეხილობა ამოვარდნილობა და დესმურგია
- ოპერაციისთვის მომზადება, პოსტოპერაციული პაციენტის მოვლა, ჭრილობის პირველადი დამუშავება, ნაწოლები
- ორსულობა, მშობიარობა და მშობიარობის გართულებები
- შრატი და ვაქცინები, ანატოქსინი, მათი გამოყენების მნიშვნელობა და ორგანიზმში შეყვანის გზები
- კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა: კვება, მკურნალობა
მონიტორის აღჭურვილობა, მისი მაჩვენებლების განსაზღვრა, ინფუზომატის ხმარების ტექნიკა
