ნაბეღლავი – არის ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი. მდიდარია როგორც ფოთლოვანი, ისე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყით. მოიპოვება ბორჯომის ტიპის მინერალური წყალი. ბალნეო-კლიმატური კურორტის წყაროები უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით ხასიათდება და მათი სისტემატური მოხმარება ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გაწმენდას და საჭირო მინერალებით გამდიდრებას უწყობს ხელს. რეკომენდირებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თანაც – შეუზღუდავი რაოდენობით. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები, დაბალი მთის ჰავა და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი. მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა), პასიური კლიმატოთერაპია.
მკურნალობის ჩვენებებია:
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.
- ქრონიკული კოლიტები და ენტეროკოლიტები.
- ქრონიკული გასტრიტი.
- ჰიპოაციდური გასტრიტი.
- ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთება.
- ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი და საშუალო ფორმა, სიმსუქნე).
