თბილისი – კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს მოიცავს. თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით, რასაც გააჩნია მრავალფეროვანი სამკურნალო ჩვენებები. განსაკუთრებული თვისება თბილისის გოგირდისწყლებისა მდგომარეობს იმაში, რომ ეს წყლები შეიცავენ გაზს ,,მეტანს“.
მკურნალობის ჩვენებები:
მოძრაობისორგანოთა დაავადებები:
- ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები.
- მწვავე რევმატული პოლიართრიტის შემდგომი რეზიდუალურიმოვლენები.
- ტრავმული ართრიტები მწვავე და ქრონიკულ პერიოდში.
- ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის მოშლის ნიადაგზე წარმოშობილიართრიტები.
- დეფორმირებული პოლიართრიტები.
- სპონდილოართრიტების და სპონდილოზების მსუბუქი და საშუალოსიმძიმის ფორმები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:
- მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
- კარდიოსკლეროზები : მიოკარდიტული და ათეროსკლეროზული წარმოშობის, კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით (ლანგის მიხედვით).
- გულის მანკები კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
- ჰიპერტონიული დაავადება I და II სტადიაში თავის ტვინის და გულის სისხლძარღვთა სკლეროზის მკაფიოდ გამოხატული მოვლენების და თირკმელების ფუნქციის დარღვევის გარეშე.
- ანგიონევროზები.
- თრომბოფლებიტები (მწვავე პერიოდიდან არა უადრეს სამი თვისა).
ნერვული სისტემის დაავადებები:
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები ნევრიტები, ნევრალგიები, რადიკულიტები, პლექსიტები და სხვ.
- ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები – ნევრასთენიული რეაქციები, ვეგეტოდისტონიები.
