გარემოს დაცვის პოლიტიკა
შპს “მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში” გარემოს დაცვის პოლიტიკა დაფუძნებულია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობსა და აღნიშნულის საფუძველზე კლინიკის მიერ შემუშავებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი აქტებისა და რეგულაციებისაგან, რომელთა დაცვა კლინიკის თითოეული თანამშრომლის უპირობა ვალდებულებაა.
ნარჩენების მართვის ძირითად მარეგულირებეულ აქტს წარმოადგენს ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“. მითითებული ნორმატიული აქტის ძირითადი მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციასა და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ასევე ნარჩენების გარემოსათვის უსაფრთხო გზით დამუშავებას. გარემოს დაცვის პოლიტიკის სრულყოფისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგია 15 წლიანი პერიოდისათვის და ეროვნული სამოქმედო გეგმა 4 წლიანი პერიოდისათვის, რომელსაც ჯეროვნად და პირნათლად ასრულებს შპს “N5 კლინიკური საავადმყოფო”.
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები, ვალდებულები არიან დანიშნონ გარემოსდაცვითი მმართველი და შეიმუშავონ ნარჩენების მართვის გეგმა. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების მიზნით, კლინიკაში შექმნილია გარემოსდაცვითი მართვის სამსახური, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას კანონმდებლობისა და კლინიკაში მოქმედი ნარჩენების მართვის გეგმის შესაბამისად. ამასთან, გარემოსდაცვითი საქმიანობის სრულყოფის ხელშეწყობის მიზნით, დადგენილი მოთხოვნების შესრულებას კლინიკაში მონიტორინგსა და კონტროლს უწევს ხარისხის სამსახური, სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელები, კლინიკის დიასახლისი და სხვადასხვა განყოფილებნების მენეჯერები. ნარჩენების მართვის ეფექტური მექანიზმის შექმნითა და ხსენებული სამსახურების ერთობლივი მუშაობით მინიმუმამდეა დაყვანილი სახიფათო ნარჩენებით გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ზოგადი მოთხოვნების შესრულების მიზნით კლინიკას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც ახდენს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებელყოფას. პირველ ეტაპზე, კლინიკის თანამშრომლების მიერ ხდება სახიფათო ნარჩენების შეგროვება და დახარისხება სახეობების, მახასიათებლების და შემადგენლობის მიხედვით, ხოლო შემდგომში შეგროვებული ნარჩნები გაუვნელყოფისა და ტრანსპორტირების მიზნით გადაეცემა ზემოთმითითებულ კომპანიას. ამგვარი კუმულატიური და ჯეროვანი საქმიანობით, კლინიკის მიერ მაქსიმალურად ხდება გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიციოცხლისათვის საფრთხის შექმნის პრევენცია.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ნარჩენების მართვის გეგმა დამტკიცებულია კლინიკის დირექტორის მიერ, სადაც სხვა რეგულაციებთან ერთად, რეგლამენტირებულია ნარჩენების შეგროვება, მათი დიფერენცირება, შენახვის პირობები და მეთოდები.
