ნუნისი – ცნობილია ბუნებრივად თბილი მინერალური გოგირდოვანი წყლით, რომელსაც თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. მისი აბაზანები ცნობილია , როგორც შეუცვლელი საშუალება კანის ქრონიკული დაავადებების , საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებისა და სისხლნაკლებობის სამკურნალოდ.
მკურნალობის ჩვენებებია:
- ფსორიაზის მკურნალობა.
- ეგზემის მკურნალობა.
- ნეიროდერმიტის მკურნალობა.
- სებორიული დერმატიტის მკურნალობა.
- ქრონიკული ჭინჭრის ციების მკურნალობა.
- წითელი ბრტყელი ლაქების მკურნალობა.
- ნერვოზის მკურნალობა.
- პერიფერიული სისტემის (რადიკულიტი, ნევრიტი, ნევრალგია) მკურნალობა.
