შოვი – ითვლება ყველაზე მაღალმთიან კურორტად საქართველოში (1600 მ ზღვის დონიდან). გარშემორტყმულია მთავარი კავკასიონის ქედის მწვერვალებით, კურორტი ცნობილია თავისი ფიჭვის ტყეებითა და მინერალური წყლებით. ზამთარი ზომიერად რბილია და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად თბილი. აქ არის აბსოლუტურად სუფთა ჰაერი. საუკეთესო სეზონია – ივნისიდან ოქტომბრამდე.
შოვის კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეულია მინერალური წყლებით, ჯერჯერობით მას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებენ. შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის.
მკურნალობის ჩვენებებია:
- გულსისხლძარღვთა დაავადებები.
- სასუნთქი გზების დაავადებები.
- ბრონქიტი.
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
- ქრონიკული ჰეპატიტი.
- ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებები და სხვა.
