სურამი – დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში.
ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით 1926 წლიდან. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა, დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები და ბუჩქები აკრავს, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს.
მკურნალობის ჩვენებებია:
- სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობა.
- ტუბერკულიოზის მკურნალობა.
- ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ამაღლება.
