კურორტი წყალტუბო – წყალტუბოს სამკურნალო წყალი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. თანამედროვე დანადგარები გვთავაზობენ მკურნალობის ახალ ახალ შესაძლებლობებს პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ასამაღლებლად. მინერალურ წყალში ყველა ინგრედიენტები არის ქვედა დასაშვები ზღვარის ფარგლებს ქვემოთ. წყალტუბოში არის უნიკალური კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი ძალიან სასარგებლოა რადიკულიტის, ასთმის, მაღალი წნევის, ნერვული და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. საკურორტო მკურნალობის ხანგრძლივობა რეკომენდებულია 14-დან 21 დღის განმავლობაში.
წყალტუბოში საკურორტო მკურნალობის ჩვენებები:
- კუნთოვანი სისტემის დაავადებები.
- სისხლძარღვთა სისტემი დაავადებები.
- ნერვული სისტემის დაავადებები.
- ქალის სასქესო ორგანოების (მათ შორის უშვილობა) დაავადებები.
- კანის დაავადებები.
სამკურნალო პროგრამები:
წყლის ყველა პროცედურა ტარდება მინერალურ-რადონულ წყალში.
- სამკურნალო ფიზკულტურა და მექანოთერაპია აუზში.
- მინერალური წყლის აბაზანა.
- ჰიდრომასაჟი.
- ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში.
- ცირკულარული შხაპი.
- სამკურნალო კლასიკური მასაჟი (ხელით).
- პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახის აპლიკაციები).
- ფიზიოთერაპიული პროცედურები.
მოსალოდნელი შედეგები:
- ტკივილის სინდრომის შემცირება.
- მოძრაობის ამპლიტუდის გაზრდა.
- ხერხემლის სქოლიოზის შემცირება.
- ტკივილის შემცირება ან გაქრობა დაზიანებული დისკების გასწვრივ.
- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.
