ურეკი – ზღვის კურორტი, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მარილიან წყალს, მზესა და მაგნიტურ ქვიშას.
ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟის ქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნეტიტის ნაწილაკებს. ურეკის მიდამოებში აღინიშნება მომატებული მაგნიტური ველი, რაც ბუნებრივ საკურორტო ფაქტორად არის მიჩნეული.
სამკურნალო ჩვენებები:
- ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების მკურნალობა, რასაც იძლევა მისი ძირითადი მინერალები.
- ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვების გაუმჯობესება, რასაც იწვევს ქვიშა, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს.
- მექანიკური, მასაჟისებური ზემოქმედება სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე.
თვით ზღვის წყალი ნივთიერებათა ცვლასა და ენდოკრინული სისტემის მუშაობას აწესრიგებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ინტელექტზე, ზრდის ჰემოგლობინის დონეს, ახდენს ბრონქებისა და ფილტვების პროფილაქტიკას.
