მიმდინარე ვაკანსიები: 21.11.2024-21.12.2024
1. ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ინოვაციურობა/სიახლეებზე ორიენტაცია.
დაინეტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე
[email protected] – სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსია.
2. მორიგე ექთანი
- კარდიო-ინტენსიური;
- ზოგადი რეანიმაცია.
სამუშაო საათები: 16საათიანი და 24საათიანი მორიგეობის განრიგით.
დაინეტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე
[email protected] – სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსია.
3. სანიტარი 24 საათიანი
- გინეკოლოგიური დეპარამენტი;
- ფსიქიატრიული დეპარტამენტი;
დაინეტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე
[email protected] – სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსია
ან დაგვიკავშირდით ნომერზე – 592 26 88 33.
გისურვებთ წარმატებას.
4. ექთნის დამხმარე 24 საათიანი
- ქირურგიული დეპარამენტი.
დაინეტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე
[email protected] – სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსია.
5. მორიგე ექთანი
- მიმღები და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი.
დაინეტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე
[email protected] – სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსია.
გისურვებთ წარმატებას.
ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე – კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მიზნებისათვის(პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია),”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 , ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტიდან 15 წლის განმავლობაში.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.